ბადრი ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებების პროცესში სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს და მხარეებს შორის შეთანხმება შედგება

„ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებების პროცესში სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს და მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 2 საკითხზე, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება, შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება.

„ჩვენ სტრატეგიული პარტნიორების ელჩებთან, ფასილიტატორებთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ამ წუთას თარიღი ან კონკრეტული ვადა შეუძლებელია განისაზღვროს, თუ როდის იქნება ამ მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი, მაგრამ ფაქტია, ჩვენი პარტნიორები ამ პროცესში ჩართულები არიან. ერთი წუთითაც არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ დიალოგი შეწყდა ან მოლაპარაკებები ჩაიშალა. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საბოლოოდ ხუთივე პუნქტზე მოხდეს შეჯერება. ჩვენ სამზე უკვე შევჯერდით. უკვე ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, ამ მედიაციის პროცესმა შედეგი გამოიღო. ოპოზიციური პარტიები შევთანხმდით იმ 3 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც მედიატორმა დანიელსონმა წარმოადგინა. დაგვრჩა 2 პუნქტი, რომელზეც ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან. იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გამოფხიზლდება და სახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს. პირველ რიგში, დაეთანხმება იმ 3 პუნქტს, რომელსაც ოპოზიცია დაეთანხმა და შემდეგ ჩვენი პარტნიორების დახმარებით იმ 2 პუნქტზეც მოვახერხებთ შეჯერებას. ეს 2 პუნქტი გულისხმობს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ვადამდელ, რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის მექანიზმს. დანარჩენ 3 პუნქტზე შეთანხმებული ვართ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა