ალეკო ელისაშვილი - თუკი ვიღაცას უნდა „ქართულ ოცნებას“ რაღაცაზე დაახევინოს, შეხვდეს თუნდაც ინდივიდუალურად და დაახევინოს

თუკი ვიღაცას უნდა „ქართულ ოცნებას“ რაღაცაზე დაახევინოს, შეხვდეს თუნდაც ინდივიდუალურად და დაახევინოს - ხელი მოაწეროს შეთანხმებას და იმ მანდატის აღსრულება დაიწყოს, რა მანდატიც მას ხალხმა მიანიჭა, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს.

ელისაშვილის შეფასებით, გაუთავებელი მოლაპარაკებები უბრალოდ გამაღიზიანებელი გახდა.

„ხალხისთვის უკვე ძალიან გამაღიზიანებელია ეს გაჭიანურებული მოლაპარაკებები. ყველასთვის გამაღიზიანებელია გაჯიუტებული პოლიტიკოსები. როცა შეხვედრებზე მიწვევენ, ელჩებისადმი პატივისცემის და ამ ქვეყნის სიყვარულის ნიშნად დავდივარ, სადაც ჩემს სათქმელს ვამბობ, თუ როგორ წარმოგვიდგენია კრიზისის განმუხტვა. ოპოზიცია პარლამენტში უნდა შემოვიდეს - ეს გაჯიუტება ქვეყანას აზიანებს, რასაც ყველა გვეუბნება. კარგად მიმოვიხედოთ, რა ხდება ჩვენს გარშემო და როგორ იკეტება სივრცე რუსული ჯარებით. ჩვენ, ერთი ციდა ქვეყანა, ნაცვლად იმისა, რომ ყველანი დარაზმულები ვიყოთ, ამის მაგივრად, რუსეთს ძალიან დიდ საჩუქარს ვუკეთებთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა