ანა დოლიძე - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ იყო და არ არის ერთჯერადი აქტი, თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება

მოძრაობა "ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

„დღეს არის ძალიან სასიხარულო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, მაგრამ ამავე დროს, სევდიანი, როდესაც ვიხსენებთ 9 აპრილის გმირებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს მთავარი - ის საქმე, რისთვისაც 9 აპრილს გმირებმა თავი დადეს, არ დასრულებულა. თავისუფლებისთვის ბრძოლა არ იყო და არ არის ერთჯერადი აქტი. თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. ეს ყოველდღე თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა. დღეს 9 აპრილის გმირებს ვიხსენებთ, ხალხს, რომლებმაც თავი დადეს ჩვენი თავისუფლებისთვის. თავისუფლების მოპოვება და მისი შენარჩუნება ჩვენი ყოველდღიური საქმე და მოვალეობაა“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა