ბადრი ჯაფარიძე - ვალდებულები ვართ გავაგრძელოთ ბრძოლა, სანამ საქართველო მთლიანად არ გათავისუფლდება

ვალდებულები ვართ გავაგრძელოთ ბრძოლა, სანამ საქართველო მთლიანად არ გათავისუფლდება, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

„9 აპრილი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი თარიღი, როდესაც ჩვენმა თანამემამულეებმა თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირეს თავისი ცხოვრება და სიცოცხლე. ამავდროულად, 9 აპრილი არის ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღი. ეს 30 წელი, რომელმაც გაიარა, დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერიდან, არის ბრძოლის წლები, ვალდებულები ვართ გავაგრძელოთ ბრძოლა, სანამ საქართველო მთლიანად არ გათავისუფლდება, მთლიანად ვერ შეძლებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სანამ დეოკუპაციას არ მოვახდენთ, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ჩვენ ვალდებულები ვართ იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც თავი დადეს 9 აპრილს, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის“, - აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა