ალეკო ელისაშვილი - მაინტერესებს, აღადგენს თუ არა პრეზიდენტი შეწყალების კომისიას და დაიწყებს თუ არა შეწყალების თვალსაზრისით თავის უფლებამოსილების შესრულებას

მე, როგორც შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, მაინტერესებს ბოლოს და ბოლოს აღადგენს თუ არა შეწყალების კომისიას, აღადგენს თუ არა შეწყალების დებულებას და დაიწყებს თუ არა პრეზიდენტი შეწყალების თვალსაზრისით თავის უფლებამოსილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში ბევრ რამეზე უნდა გააკეთოს აქცენტი.

„ჯერ მაინტერესებს რამდენად ადეკვატურად შეაფასებს იმ ვითარებას, რაც ქვეყანაშია. აქვს თუ არა რაიმე ხედვა კრიზისი როგორ უნდა დაიძლიოს. ქვეყნის ეკონომიკასთან, უმუშევრობასთან და იმ მძიმე ყოფასთან დაკავშირებით რამე წარმოდგენა აქვს თუ არა, მაინტერესებს უკრაინაზე ექნება თუ არა რაიმე პოზიცია, ვინაიდან კონსტიტუციის მიხედვით საგარეო პოლიტიკის წარმმართველი პრეზიდენტია. მაინტერესებს იქნება თუ არა რუსეთის ქმედებების მკაცრი შეფასება და მე როგორც შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, მაინტერესებს რას აპირებს პრეზიდენტი. ბოლოს და ბოლოს აპირებს თუ არა თავის თავს აღუდგინოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება, რაც მას ხალხმა და კონსტიტუციამ მიანიჭა. როგორც იცით, პრეზიდენტს შეწყალების ექსკლუზიური დისკრეცია აქვს და მას შეჩერებული აქვს შეწყალების პროცესი. ეს ძალიან დიდ გაუგებრობას იწვევს მსჯავრდებულებში, მათ ოჯახის წევრებში. ყოველდღე მიკავშირდებიან ციხიდან, ოჯახის წევრები", - განაცხადა ელისაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს