გიორგი ვაშაძე - საქართველო დღეს დიდი გამოწვევების წინაშეა, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით არის დაპირისპირება და მუდმივი შიდა მტრის ძიება

საქართველო დღეს დიდი გამოწვევების წინაშეა, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით არის დაპირისპირება და მუდმივი შიდა მტრის ძიება, - ამის შესახებ დამოუკიდებლობის 30 წლისადმი მიძღვნილ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე "სტრატეტია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „30 წლის თავზე უნდა დავიწყოთ გამაერთიანებელი დიდი მოქმედებები და მოძრაობები, რომელიც დაგვაახლოებს ერთმანეთთან“.

„უმნიშვნელოვანესი დღეა 1989 წლის 9 აპრილი, ასევე 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის ის ისტორიული დღეები, როცა მთელი ერი იყო ერთიანი. მთელი საქართველო 1991 წლის 9 აპრილს ზეიმობდა საქართველოს დამოუკიდებლობას. სულ მაქვს განცდა, რომ არ ვაფასებთ იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც მთელი რესურსი ჩადეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში. ქართველის ქართველთან დაპირისპირებით ისარგებლა ჩვენმა მტერმა. სამწუხაროდ, ამის შემდგომ ტერიტორიები დავკარგეთ, იყო სამოქალაქო დაპირისპირებები, რომელიც დღემდე გრძელდება. 30 წლის თავზე უნდა დავიწყოთ გამაერთიანებელი დიდი მოქმედებები და მოძრაობები, რომელიც დაგვაახლოებს ერთმანეთთან. საქართველოში მცხოვრები მოქალაქე ვერ გრძნობს თავს ძლიერად და დაფასებულად. 9 აპრილი უნდა იყოს სიმბოლო, თუ რა შეუძლია ერთმუშტად შეკრულ, გაერთიანებულ ქართველ ხალხს. საქართველო იმსახურებს ღირსეულ ადგილს განვითარებული ქვეყნებს შორის“, - აგანცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო