ალეკო ელისაშვილი - როგორც ყველაფერში, პრეზიდენტი ძალიან ზოგადი იყო პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებითაც, უფრო კონკრეტული უნდა ყოფილიყო

პრეზიდენტის მოხსენება იყო ხანმოკლე, ზოგადი მიმოხილვა და ძალიან არადამაკმაყოფილებელი პირადად ჩემთვის, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როგორც ყველაფერში, პრეზიდენტი იყო ძალიან ზოგადი პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებითაც.

"პრეზიდენტის გამოსვლა იყო ძალიან ზოგადი. მეგონა რომ უფრო მეტს ისაუბრებდა. არადა ქვეყანაში არსებული ვითარება გაცილებით მეტს მოითხოვს. თუნდაც, უფრო ვრცელ მოხსენებას. ჩემთვის პირადად, როგორც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ პრეზიდენტისგან გამეგო რას აპირებს თავისი უფლებამოსილების თაობაზე. მან თავის თავს შეწყალების უფლება შეუჩერა და მორატორიუმი გამოუცხადა. მაინტერესებდა ერთი სიტყვით მაინც თუ იტყოდა, რომ ის აპირებს გაანახლოს შეწყალების კომისიის საქმიანობა. ეს ვერ მოვისმინე და იმედგაცრუებული ვარ. როგორც ყველაფერში, პრეზიდენტი იყო ძალიან ზოგადი პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებითაც. კი ბატონო ფასილიტატორებს მადლობას უხდიდა, ის მაინც რატომ არ თქვა, რომ თვითონ უნდა იყოს პირველი ფასილიტატორი ამ ქვეყანაში და უცხოელებს კი არ უნდა უხდიდეს მადლობას, თავის თავს უნდა აკრიტიკებდეს ან რატომ არ არის პრეზიდენტის სასახლე ის სივრცე, სადაც უშუალოდ პრეზიდენტი წარმართავს მედიაციას, მოლაპარაკების პროცესს. კი, ერთხელ დაგვითმო მაგრამ დაგვითმო ისევ უცხოელი ფასილიტატორისთვის. უფრო კონკრეტული უნდა ყოფილიყო"- განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ალეკო ელისაშვილი - როგორც ყველაფერში, პრეზიდენტი ძალიან ზოგადი იყო პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებითაც, უფრო კონკრეტული უნდა ყოფილიყო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს