რომან გოცირიძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე - ვერაფერს ვიტყვი, თუ როდის იქნება მოლაპარაკება და რა დოკუმენტი დაიდება

ვერაფერს ვიტყვი, თუ როდის იქნება მოლაპარაკება და რა დოკუმენტი დაიდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შესაძლო გამართვასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, კომპრომისის პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას.

„ერთი რამ ნათელია, რომ არსებული უმძიმესი პოლიტიკური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსავალი არის კომპრომისი და შეთანხმება. ამ კომპრომისის პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ. პირველ რიგში დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია და გიორგი რურუა. ამის შემდეგ, უნდა იყოს საუბარი ან რიგგარეშე არჩევნებზე, ან რიგგარეშე არჩევნების მისვლის იმ ფორმებზე, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციისთვის“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ის მომავალ კვირაში ელოდება „ამ მოჯადოებული წრის გახსნის მექანიზმს, თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება“.

როგორც ვაშაძემ განმარტა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ფასილიტატორებთან გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე, ის მომავალი კვირისთვის მოვლენების განვითარების სამ ვარიანტს ელის - შეიძლება დასახელდეს მესამე რაუნდის დაწყების გარკვეული თარიღი, შეიძლება დაიდოს დოკუმენტის ახალი შინაარსი, ან პირდაპირ მოლაპარაკება დაინიშნოს მომავალ კვირას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა