კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმის მოტივად კრიტიკულ მედიაში მუშაობას ასახელებს

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება. როგორც კოალიციაში აცხადებენ, თავდასხმის მოტივი კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობაა.

„გავრცელდა ინფორმაცია, ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების შესახებ . https://www.facebook.com/TVFormula/videos/209527300508985

ჩვენი ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობაა. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოხდეს სწრაფი რეაგირება თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ https://manifest.ge/main/item/3208 მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გააკეთონ ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერისათვის და გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად. დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო