საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, უნგრული რადიოარხი „Klasszik Radio” 9 აპრილის ეთერს  საქართველოს მიუძღვნის

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, უნგრული რადიოარხი "Klasszik Radio" , მაყურებელს გადაცემას სახელწოდებით "საქართველო დღეს," შესთავაზებს რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს მიეძღვნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, "Klasszik Radio"-ს ეთერში უკვე ისაუბრა უნგრეთში საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ, რომელმაც თავის ინტერვიუში ხაზი გაუსვა 1989 წლის 9აპრილის მოვლენებს და მის მნიშვნელობას, რამაც დააჩქარა არა მხოლოდ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მთელი საბჭოთა იმპერიის რღვევაზე.

ზაალ გოგსაძის განცხადებით, 9 აპრილი საქართველოს დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში დაბრუნების სიმბოლოა.

საქართველოს ელჩის განმარტებით, უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. რადიოარხ "Klasszik Radio"-ს ეთერში ზაალ გოგსაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართულ-უნგრულ ურთიერთობების მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 აპრილს, უნგრულ რადიოარხ "Klasszik Radio"-ს ეთერში, მსმენელს მთელი დღის მანძილზე, საშუალება ექნება მოისმინოს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები და საინტერესო ინტერვიუები უნგრელ ქართველოლოგთან ჰაინალკა ბაბირაკთან, ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენისა და კულტურის კურსის ხელმძღვანელთან ბენედეკ ჟიგმონდთან, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტში არსებულ ქართულ ბიბლიოთეკას; ბუდაპეშტის ლისტის აკადემიისა და ნიუ იორკის ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებულ ახალგაზრდა ქართველ პიანისტთან და კომპოზიტორთან ნიკა ნამორაძესთან, უნგრელი ფოლკლორისტისა და ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის ქალიშვილთან ესტერ იშტვანოვიჩთან; უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის შვილთაშვილთან ელისაბედ ჩიჩერი-რონაისთან და ბუდაპეშტში მოქმედი ქართული რესტორნის „არაგვის“ მეპატრონესთან ბონდო ქანთარიასთან.

აღსანიშნავია, რომ რადიოარხის მსმენელებისთვის ჩატარდება ვიქტორინა საქართველოს თემაზე: „რა შეიტყვეთ საქართველოს შესახებ დღევანდელი ეთერიდან?“, სადაც გათამაშდება ქართული ღვინო და ვახშამი ორ პერსონაზე ქართულ რესტორანში „არაგვი.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა