არჩილ თალაკვაძე - წარმატებული პოლიტიკური გუნდი არჩევნებისთვის ემზადება ყოველთვის, გამარჯვების მეორე დღიდანვე

ჩვენ არჩევნებისთვის ვემზადებით ყოველთვის, არჩევნების დასრულების დღიდან, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების" მზადებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატებისა და სიების შესახებ ინფორმაციას მმართველი გუნდი საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის.

„მიგვაჩნია, რომ არჩევნების დასრულების დღიდანვე მოქალაქეები ელოდებიან იმას, რა პირობაც მივეცით, ელოდებიან პროგრესს და პრობლემების მოგვარებას. ამიტომ, წარმატებული ხელისუფლება და პოლიტიკური გუნდი არჩევნებისთვის ემზადება გამარჯვების მეორე დღიდან. საქმე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ არის ის, რასაც მოქალაქეებს დავპირდით. დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები სწორედ ამ საქმით შეგვაფასებენ შემდეგ არჩევნებზე.

რაც შეეხება კანდიდატურებს და სიებს შემდეგი არჩევნებისთვის, ამასთან დაკავშირებით ჯერ ნაადრევია განცხადების გაკეთება. განსაკუთრებით, მერობის კანდიდატურების, თუმცა, გპირდებით, რომ ამაზე ძალიან მალე თქვენ გექნებათ მეტი ინფორმაცია, ვინაიდან საარჩევნო კამპანია და საარჩევნო პერიოდი ახლოვდება.

ხოლო რაც შეეხება გიორგი გახარიას, მას ჯერ არანაირი პოლიტიკური განაცხადი, აყალიბებს თუ არა პოლიტიკურ პარტიას, როგორ პარტიას აყალიბებს და რა იდეოლოგიური პლატფორმა ექნება, ვინ იქნება მისი გუნდი, არ გაუკეთებია. შესაბამისად, რამე შეფასების გაკეთება გამიჭირდება. თუ ის კონკრეტულ განაცხადს გააკეთებს, შეგვეძლება ამაზე შეფასებები“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს