9 აპრილის მემორიალთან სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი დეკანოზმა მირიანმა აღავლინა.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.