ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური დაიწყო

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური, 9 აპრილს მათემატიკისა და ფრანგული ენის ტესტირებით დაიწყო და 12 აპრილს ბიოლოგიის ტესტირებით დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტესტირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება.

მესამე, დასკვნით, ტურში 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობას იღებს. თითოეულმა მათგანმა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% დააგროვა და შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის მოხვდა.

„წელს ოლიმპიადის პირველი ტური, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 30 700-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმატით, ელექტრონულად, ჩატარდა.

ოლიმპიადისათვის დარეგისტრირებულ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ პროცესში დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით ჩართულიყვნენ. პირველი ტურისგან განსხვავებით, ოლიმპიადის მეორე ტური სკოლებში ჩატარდა და მასში 6000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის მოხვდება.

ოლიმპიადის სამივე ტური ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება. ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს