გურამ მაჭარაშვილი - შესაძლებლობა არსებობს, რომ ოპოზიცია ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად პარლამენტში შემობრძანდეს და ჩვენი ოპონირება დაიწყოს

ყველა შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ ოპოზიცია ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად პარლამენტში შემობრძანდეს და ჩვენი ოპონირება პარლამენტში დაიწყოს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მოლოდინია, რომ პოლიტიკური შეთანხმება შედგეს.

"მოცემულობა ბევრჯერ ყოფილა ისეთი, რომ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა, თუმცა სამწუხაროდ, ოპოზიციის რადიკალურ ფრთას, ეს შესაძლებლობა არასდროს გამოუყენებია. ეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა კარგად გაიგეს. "ქართული ოცნების" მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდა, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებულიყო. ახლაც არ ვართ უიმედოდ. გვაქვს მოლოდინი, რომ თუნდაც ამ რადიკალურ ფრთაში გამოჩნდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც გაათვიცნობიერებენ, რომ არიან ხალხის რჩეულები და მუშაობა პარლამენტში უნდა გააგრძელდეს. რეფორმები, რაც მათი სურვილია, პარლამენტის მიერ უნდა გატარდეს და არა ქუჩაში. ჩვენ მზად ვართ იმ ნაბიჯებისთვის, რაც აუცილებელია, რომ ქვეყანა განვითარდეს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა