ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა: მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი, ანტისაბჭოთა, მშვიდობიანი, საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც, 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესწილად, ქალები დაიღუპნენ; დაღუპულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. ყველაზე უმცროსი, ეკა ბეჟანიშვილი, მხოლოდ 15 წლის იყო. 9 აპრილის დარბევის შედეგად, 4 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა, სხვადასხვა სახის ტრამვა მიიღო; დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით კი 2000-მდე მოქალაქე მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს, ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. მას შემდეგ, საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 აპრილი, ეროვნული ტრაგედიისა და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება.

9 აპრილს დაღუპული გმირები: აზა ადამია, 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის; ნატო გიორგაძე, 23 წლის; თამუნა დოლიძე, 28 წლის; თინა ენუქიძე, 70 წლის; ნინო თოიძე, 22 წლის; ზაირა კიკვიძე, 61 წლის; მანანა ლოლაძე, 34 წლის; თამარ მამულაშვილი, 50 წლის; ვენერა მეტრეველი, 45 წლის; მამუკა ნოზაძე, 21 წლის; ნანა სამარგულიანი, 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის; თამარ ჭოველიძე, 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის; მზია ჯინჭარაძე, 43 წლის; მანანა მელქაძე, 26 წლის; გია ქარსელაძე, 25 წლის. მადლობა თავისუფლებისთვის!“ - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს