გიორგი ვაშაძე - სადაც ობიექტურობა იქნება, ყოველთვის მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას და შევეცდები, ყველა ოპოზიციური პარტია დავითანხმო

სადაც ობიექტურობა იქნება, მე ყოველთვის მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ შევეცდები, ყველა ოპოზიციური პარტია დავითანხმო, ჩემი პარტნიორები ამ გადაწყვეტილებაზე,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და ამიტომ შეთანხმების წერტილამდე დროულად უნდა მივიდნენ. ვაშაძე არჩილ თალაკვაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ნამდვილად შეთანხმებისკენ სვლა, ჩემი აზრით, უნდა გვინდოდეს ყველას და ეს უნდა ქართულ საზოგადოებას. მეორე, მათ მოვუწოდებ, იყვნენ უფრო კომპრომისულები და რეალურად აღიქვან სიტუაცია. მესამე, იქ, სადაც ობიექტურობა იქნება, მე ყოველთვის მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ შევეცდები, ყველა ოპოზიციური პარტია დავითანხმო, ჩემი პარტნიორები ამ გადაწყვეტილებაზე. არ ვიცი, რას საუბრობს ეს ადამიანი, მაგრამ სჯობს, ზედმეტ ლაპარაკს, დავსხდეთ და რეალურად შევთანხმდეთ. ამ დოკუმენტში უნდა იყოს ხუთივე საკითხი, მათ უნდათ, რომ ამოაგდონ ამ დოკუმენტიდან საკითხების ნაწილი. ხუთივე საკითხი უნდა იყოს და ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ. გუშინდელი განცხადება გავაკეთე არა მარტო ქვეყნის შიგნით აუდიტორიისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და მეგობრებისთვის. ერთი, რომ ვაჩვენეთ ჩვენი მზაობა მოლაპარაკებისთვის და მეორე, ვთქვი, რომ უსასრულოდ ეს პროცესი ვერ გაიწელება და დროულად სჭირდება გადაწყვეტა ამ სიტუაციას. იმედი მაქვს, ეს იქნება მომავალ კვირაში, მაქსიმუმ იმის იქით კვირაში, მეტი უსასრულოდ ხომ ვერ გრძელდება ეს პროცესი, ამიტომ დროულად უნდა მივიდეთ შეთანხმების წერტილამდე“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს ეს შეთანხმება შედგეს. მისი თქმით, მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში და ვინც ნამდვილად თვლის, რომ დემოკრატიისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა ეს არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა