გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ ვამტკიცებთ და ეს ასეც არის, რომ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების დროს ომი არ დაწყებულა, წინა ხელისუფლების წევრები კი ამტკიცებენ, რომ მოსახლეობა კასეტური ბომბებით დაბომბეს

ჩვენ იმას ვამტკიცებთ და ეს ასეც არის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში ომი არ დაწყებულა და ცხინვალი არ დაბომბილა, ხოლო თავად წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საკუთარი მოსახლეობა კასეტური ბომბებით დაბომბეს, - ამის შესახებ პარლამენტში უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, "ოპოზიციის რადიკალური ფრთა იმ დონეზე მივიდა, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სალანძღავი მიზნები ამოწურა და ახლა თვითგვემაზე გადავიდა".

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი მეგობრები მათ განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამენ. ეს არის მათი თვითგვემის პროცესი. მათივე ამომრჩრევლებისთვისაც კატეგორიულად მიუღებელ განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ მაინც შევძლებთ ქვეყნის ინტერესების დაცვას ჰააგის სასამართლოში და ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა როგორი იქნება ჩვენი რადიკალური ოპონენტების ბედი, ამას ოქტომბერში ვნახავთ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო