შსს-მ „ფორმულას“ თანამშრომლის  ავტომანქანის დაზიანების საქმეზე საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო

შსს-მ „ფორმულას“ თანამშრომლის ავტომანქანის დაზიანების საქმეზე საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტომობილის მფლობელი ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლი გამოიკითხა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციამ, სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო. გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მეორე ფაქტს, რაზეც ტელეკომპანია „ფორმულა“ საუბრობს, შინაგან საქმეთა სამიინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა, ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

იხილეთ ვიდეო:შსს-მ "ფორმულას" თანამშრომლის ავტომანქანის დაზიანების საქმეზე საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა