ელენე ხოშტარია - „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმა რიგითი კონფლიქტი არ არის, ეს არის მიზანმიმართული იერიში კრიტიკული აზრის დახშობის მიზნით

პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმა, რიგითი კონფლიქტი კი არა, კრიტიკულ აზრის დახშობის მიზანმიმართული იერიშია.

ხოშტარიამ თქმით, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება და გამუდგებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე მსგავს თავდასხმებს ახალისებს.

„საგანგაშო და უკიდურესად სახიფათოა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლებზე სხვადასხვა ადგილას განხორციელებული თავდასხმა ვერ იქნება და რიგითი კონფლიქტი არ არის. ეს არის მიზანმიმართული იერიში კრიტიკული აზრის დახშობის მიზნით. ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება და გამუდმებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე, ახალისებს მსგავს თავდასხმებს.

ჩვენ არ შევეგუებით განსხვავებული აზრის დევნას, კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობას და მათზე ძალადობას. სრული მხარდაჭერა ტელეკომპანია „ფორმულას“, მის ყველა თანამშრომელს და კრიტიკულ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას ინფორმაციით, ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს