უკრაინის რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი ქართველ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის ვერხოვნა რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი ქართველ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

კომიტეტი ქართველი კოლეგების იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევის, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბურ მობილიზებასა და კრემლის აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით გაავრცელა.

როგორც უკრაინის ვერხოვნა რადას საგარეო პოლიტიკის და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი იზიარებენ ქართველი კოლეგების შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე ესკალაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ შავი ზღვის ფართო რეგიონს და ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

„უკრაინის ვერხოვნა რადას საგარეო პოლიტიკის ადა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების მზარდ რაოდენობას და ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების უპრეცენდენტო განლაგებას უკავშირდება.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიზიარებთ ქართველი კოლეგების შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე ესკალაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ შავი ზღვის ფართო რეგიონს და ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

კომიტეტი მადლობას უხდის ყველა უცხოელ კოლეგას, ვინც უკრაინას პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში“,- ნათქვამია უკრაინის ვერხოვნა რადას საგარეო პოლიტიკის ადა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის განცხადებაში.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო