მარინა კალიურანდი - დამწუხრებული ვარ გალის რაიონის 4 მკვიდრის გარდაცვალების გამო, ეს ტრაგედია ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იტანს

ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას საქართველოს ოთხი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება.

„ღრმად დამწუხრებული ვარ გალის რაიონის ოთხი მკვიდრის გარდაცვალების გამო, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობისას დაიხრჩვნენ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს,“- აღნიშულია ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ეს უკანასკნელი ტრაგედია, რომელიც გამოიწვია გადაადგილების თვითნებურად დაბრკოლებამ, ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც იტანს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მანამდე მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრობდა, აგრეთვე, გამოხატავს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას ოკუპირებულ რეგიონებში. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ - მოლაპარაკებებისა და დიპლომატის გზით.

რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას და უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. მან, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმების თანახმად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:მარინა კალიურანდი - დამწუხრებული ვარ გალის რაიონის 4 მკვიდრის გარდაცვალების გამო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო