ნინო ბურჯანაძე - „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა

„ერთიანი საქართველოს " ლიდერი ნინო ბურჯანაძე გმობს ტელეკომპანია „ფორმულას" თანამშრომლებზე თავდადხმის ფაქტს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტი ხელისუფლების მხრიდან არის კიდევ ერთი შეტევა თავისუფალ და კრიტიკულ მედიაზე.

„თავდასხმისა და ძალადობის უკვე მერამდენე ფაქტი იხილა საზოგადოებამ. უკვე მერამდენედ ვუყურებთ თუ როგორ ემუქრებიან, როგორ ცდილობენ დააშინონ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები. ტელეკომპანია ,,ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის შემდეგ, დღეს ცნობილი გახდა ორი სხვადასხვა ფაქტი, თუ როგორ ძალადობენ "ფორმულას" თანამშრომლებზე, ესხმიან თავს და უსწორდებიან ფიზიკურად. ,,ქართული ოცნება" მუდმივად ახორციელებს საკუთარ ზეგავლენას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით. თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება. თუ კი მედიის წარმომადგენლების მიმართ არ შეწყდება მუქარა, მათ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა, ფიზიკური ანგარიშსწორება პასუხს აგებს ხელისუფლება. ვგმობ თითოეულ ამგვარ ფაქტს და მოვითხოვ საგამოძიებო უწყებამ და მთლიანად ხელისუფლებამ დროულად გამოიძიოს ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტები და ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას, რომლისთვისაც აუცილებელია თავისუფალი მედია გარემო, ობიექტური, ოპერატიული და მიუკერძოებელი ინფორმაცია“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა