აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გამოკითხვაზე 1-საათიანი შესვენება გამოცხადდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გამოკითხვაზე 1- საათიანი შესვენება გამოცხადდა. მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში ოთხი საათის განმავლობაში იკითხებოდა. მისი ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, კითხვები შეეხებოდა მუხთარლის გატაცების საქმეს, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი გატაცება და როგორ ხდებოდა მისი გადაყვანა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე.

უფლებადამცველის განცხადებით, გატაცების ეპიზოდზე აქამდე არავის იდენტიფიცრება არ მომხდარა, რაც გამოძიების პრეროგატივაა.

„გავიდა ოთხი საათი, რაც აფგანის გამოკითხვა მიმდინარეობდა. საპროცესო კოდექსის მიხედვით ოთხი საათის შემდეგ სავალდებულოა იყოს ერთსაათიანი შესვენება და ამის შემდეგ გაგრძელდება გამოკითხვა. აფგანი ისაუბრებს ყველა საკითხზე, რაც მას უნდოდა, რომ მისი გატაცების საქმესთან დაკავშირებით ეთქვა. გუშინდელი დღისგან განსხვავებით დღეს უზრუნველყოფილი იყო თარჯიმანით დაკითხვა და ერთ საათში გაგრძელდება ეს ყველაფერი.

კითხვები შეეხებოდა მისი გატაცების საქმეს, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი გატაცება და როგორ ხდებოდა მისი გადაყვანა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. გატაცების ეპიზოდზე არავინ არ არის იდენტიფიცირებული და ეს არის გამოძიების საგანი, რომ მათი იდენტიფიცირება მოხდეს. იდენტიფიცირება ნიშნავს კონკრეტულ სახელს და გვარს, რომელიც არ ვიცით. ჩვენ გამოკითხვასთან დაკავშებით რაიმე პრეტენზიები არ გვაქვს”, - აღნიშნა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე 11:00 საათზე მივიდა.

მუხთარლი თბილისში 7 აპრილს დაბრუნდა. მის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა