დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ გადაუხადა მადლობა საპატრიარქომ „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორებსა და შეკრების მონაწილეებს.

როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს დაუფარავად გამოხატავდნენ.

„რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად. ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ეს. მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, მათ ესმით ჩვენი. უამრავი უცხო ადამიანი დღეს ქუჩაში მაჩერებდა და მადლობას გვიხდიდა და პატრიარქთან თბილ სიტყვებს მაბარებდა. როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა. დარწმუნებული ვარ ასევე იქცევიან თავად ისინი, ვინც ეს გაიკვირვა“, - აცხადებს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები და შეკრების მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნიდან საქართველოს საპატრიარქომდე მივიდნენ, სადაც ისინი სამღვდელო პირებმა დალოცეს და ნაკურთი წყალი ასხურეს.

საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე ასევე გავრცელდა შეკრების ამსახველი ფოტოები წარწერით „მადლობა“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს