პრეზიდენტი - სამწუხაროა, როცა პარტიების ნაწილი ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში, რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით

ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამი არის დღეს პრეზიდენტის სასახლეში - კიდევ უფრო სამწუხარო არის, როცა პოლიტიკური პარტიების ნაწილი ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში, რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით, - ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე მყოფ პოლიტიკურ პარტიებს და აღნიშნა, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების.

„მივესალმები აქ მყოფ პოლიტიკურ პარტიებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ვინც მობრძანდით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამი არის დღეს პრეზიდენტის სასახლეში, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ერთიანობის, დამოუკიდებლობის დღეს და ისტორიულ დღეს. კიდევ უფრო სამწუხარო არის, როცა ნაწილი ამ პარტიების მოდიოდა ნახევარი საათის წინ და ბოლო წუთში, რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით, რომ იყვნენ ყველა და ყოველივე პოლიტიკური პარტია ამ ქვეყანაში. სამწუხაროა, ასევე იმიტომ, რომ მე მესმის სხვადასხვა კუთხიდან წამოძახილები, რომ პრეზიდენტი რატომ არ თამაშობს მედიატორის როლს, მეც ვეთანხმები იმაში და ეს ნათქვამიც მაქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების და არ უნდა ვიყოთ მუდმივად მიბმული იმაზე, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ ჩვენთვის და დაგვეხმარონ ამ პროცესებში. მაგრამ ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა ეს მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დღესაც არის.

„ამ 30 წლის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და როგორც ვხედავთ, დღესაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ჩვენი კიდევ გვჭირდება ეს მხარდაჭერა ბევრი სხვადასხვა კუთხით - პოლიტიკურად, სტრატეგიულად, ეკონომიკურად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვართ ამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ღონისძიების დაწყებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს უმასპინძლებდა ყველა პარტიის წარმომადგენელს, "ვისაც ხალხისგან პარლამენტში შესვლის მანდატი აქვს მიღებული".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო