სალომე ზურაბიშვილი - უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი იქნება მედიატორი პოლიტიკური პროცესების, მაგრამ, რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია

უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ პარტიების დიდი ნაწილი არ მივიდა დღეს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ისინი დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიიწვია.

„მე მესმის სხვადასხვა კუთხიდან წამოძახილები, პრეზიდენტი რატომ არ თამაშობს მედიატორის როლს. მეც ვეთანხმები იმაში და ეს ნათქვამიც მაქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების და არ უნდა ვიყოთ მუდმივად მიბმული იმაზე, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ ჩვენთვის და დაგვეხმარონ ამ პროცესებში. მაგრამ, ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა ეს მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ღონისძიების დაწყებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს უმასპინძლებდა ყველა პარტიის წარმომადგენელს, "ვისაც ხალხისგან პარლამენტში შესვლის მანდატი აქვს მიღებული".

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!