ფრიდონ ინჯიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მედიატორის ფუნქციას შეასრულებს და ოპოზიციასთან სასაუბროდ თვითონ მივა

„ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიატორის ფუნქციას შეასრულებს და ოპოზიციასთან სასაუბროდ თვითონ მივა. ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ არ დაესწრო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ღონისძიებას, სადაც ოპოზიციის წევრები სალომე ზურაბიშვილმა მიიწვია.

„პრეზიდენტის საქმეა დღეს, რომ იყოს მედიატორი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის და არა მედიატორები, რომლებიც მოდიან ევროპიდან. ეს ზუსტად პრეზიდენტის საქმეა. მე მიხარია, რომ პრეზიდენტმა ეს სახელმძღვანელოდ მიიღო. მე საუბარი მქონდა პრეზიდნტთან, რომელმაც თქვა, რომ „ამ საქმეს აუცილებლად მოვკიდებ ხელს, შევარიგებ ხალხს". მომეჩვენა და ასევე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს თვითონ მივიდეს ოპოზიციასთან. დაახლოებით ასეთი საუბარი იყო პირად საუბარში. თვითონ მივა იქ. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა მედიატორი იყო, თუ ერთი მხარე არ მოდის და მეორე მხარე მოდის. ამიტომ, პრეზიდენტი იმიტომაა ქვეყნის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალაუფლება არ აქვს, რაც აქვს ფრიად საკმარისია იმისთვის, რომ მართლაც იყოს მედიატორი ჩვენს საზოგადოებაში“, - აცხადებს ფრიდონ ინჯია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღონისძიება გაიმართა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა ღონისძიებას დაესწრნენ მხოლოდ: „ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთი ლიდერი ფრიდონ ინჯია, პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი და მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა