ამირან გამყრელიძე - 16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში და ყველა უკავშირდება დიდ თავშეყრებს

დაახლოებით 16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. ყველა ეპიდაფეთქება უკავშირდება დიდ თავშეყრებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, როდესაც აქციებთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, თავშეყრები ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს წარმოადგენს.

„ნებისმიერი დიდი თავშეყრა ეპიდსიტუაციის გაუარესების მომატებული რისკია, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს.

დღეს დაახლოებით 16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. ყველა ეპიდაფეთქება უკავშირდება დიდ თავშეყრებს, ეს არის ძირითადად საბედნიერო, თუ ჭირის სუფრები. ნებისმიერი თავშეყრა, როგორიც არ უნდა იყოს, თუ არ არის დაცული შესაბამისი რეგულაციები-დისტანცია, პირბადე, ხელების ხშირი დამუშავება, მომატებული რისკია“,-აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე, არასახარბიელოა, თუმცა სრულად მართვადია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა