გია ხუხაშვილი ოპოზიციას - არ გინდათ ვაჭრობა რაღაც თემებზე და უპირობოდ შედით პარლამენტში

ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას სააკაშვილი უკვე დიდწილად ჰყავს ჩაჩოჩებული. მეტსაც გეტყვით, მელია, რომ დღეს ციხეშია ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ არის, სააკაშვილის ინტერესებშიც არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციაში, როგორც დომინანტს აღარ უყურებს, განსაკუთრებით ნიკა მელიას გამოჩენის შემდეგ.

„მე არ მგონია, რომ მელია ასე უსიტყვოდ ემორჩილება სააკაშვილს ისე, როგორც „ქართული ოცნება“ ემორჩილება უსიტყვოდ ბიძინა ივანიშვილს. „ქართულ ოცნებაში“ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა. ვფიქრობ, რომ სააკაშვილის მონოპოლია დარღვეულია. არც იმას ვფიქრობ, რომ იქ, მცირე პარტიები რომ არიან, ისინი სააკაშვილის ჭკუაზე დადიან“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ნიკა მელიას აქვს პოტენციალი იმისა, რომ საკუთარი პოლიტიკური თამაში ითამაშოს.

„ვფიქრობ, რომ მას ეს პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, როდესაც ის ციხიდან გამოვა, ამას თვალნათლივ დავინახავთ. მითუმეტეს, ის მუდმივად საუბრობს კოალიციურ ხელისუფლებაზე. როგორც ჩანს, ის ხვდება რას ნიშნავს ორპოლუსიანობა და ნებაყოფლობით უარს აცხადებს მეორე ფლანგზე „ნაციონალური მოძრაობის“ დომინირებაზე. ვფიქრობ, რომ მას სააკაშვილი უკვე დიდწილად ჰყავს ჩაჩოჩებული. მეტსაც გეტყვით, მელია რომ დღეს ციხეშია ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ არის, სააკაშვილის ინტერესებშიც არის. მისი ციხეში ყოფნა აბსოლუტურად სწორად მოტივირებულია და ჩემთვის მისი ეს ნაბიჯი გასაგებია. სააკაშვილი აქ არაფერ შუაშია. ის ციხეში ზის იმიტომ, რომ ეს მანკიერი წრე, რასაც ჰქვია გადატრიალების საქმეების აღძვრა და ამის არასდროს არგამოძიება, რადგან აქ ამოცანა არის აღძვრა და ამით მერე კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტა - ეს ძაფი გადაჭრა მელიამ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამასთან მან ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

„მე ოპოზიციას ახლაც მოვუწოდებ, არ უნდათ ეს ვაჭრობა და რაღაც პირობები, მართლმსაჯულების რეფორმა და ა.შ. სანამ ეს ხელისუფლება არის, ილუზიაა, რომ მართლმსაჯულების რეფორმას გაატარებს. რამდენიმე წელი იბრძოლეს იმისათვის, რომ ჩაებეტონებინათ ეს მურუსიძე. შესაბამისად, რაზეც არ უნდა მოაწეროს ხელი, გადააგდებენ. ამიტომ, არ გინდათ ვაჭრობა რაღაც თემებზე და უპირობოდ შედით პარლამენტში“, - აცხადებს ხუხაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო