ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - საქართველოში პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება

საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელებმა და ქართული დელეგაციის წევრება მთელი რიგი საკითხები განიხილეს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის, რეგიონში განვითარებული მოვლენების, ნატო-სთან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოს აქტიური წვლილის შესახებ ევროატლანტიკური უსაფრთხოების კუთხით.

გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია, რომ აღნიშნული საპარლამენტო დალოგი მოკავშირე და ქართველ კანონმდებლებს შორის გაიმართა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მას შემდეგ რაც შუამავლობის კიდევ ერთი მცდელობა ჩაიშალა.

როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერალდ კონოლიმ განაცხადა, საქართველოში პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება.

„ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას. ჩვენ მოვუწოდებთ უმრავლესობასა და ოპოზიციას, იმოქმედონ კონსტრუქციული სულისკვეთებით და კეთილსინდისიერად, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, რომელსაც შეუძლია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა განაგრძოს“, - განაცხადა კონოლიმ.

აქვე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, როგორც ნატო-ში გაწევრიანების ძირითადი პირობა. კონოლიმ დაადასტურა ასამბლეის მუდმივი მზადყოფნა „ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ გზაზე მხარი დაუჭიროს საქართველოს“.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ჯერალდ კონოლიმ „წინდაუხედავი და უპასუხისმგებლო“ ქმედებები უწოდა.

მან ასევე, დაგმო რუსეთის მიმდინარე აგრესია და დაადასტურა ასამბლეის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო