დავით ჭიჭინაძე - გახარიას რომ დაეჭირა მელია და არ გადამდგარიყო, ასეთი კრიზისი არ იქნებოდა

გახარიას რომ დაეჭირა მელია და არ გადამდგარიყო, ასეთი კრიზისი არ იქნებოდა, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ შექმნა.

„მე კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რატომ წავიდა გახარია. პოლიტიკური კრიზისი ვინ შექმნა? გახარიამ. გახარიას რომ დაეჭირა მელია და არ გადამდგარიყო, ასეთი კრიზისი არ იქნებოდა, მაშინ იქნებოდა, რომ სახელმწიფო მართალია. მაგრამ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ სიმართლეს გაურბის, ახლა როგორ გინდა, შენ დასავლეთი რომ ხარ და ცივილიზებული სამყარო, კაცი გამოდის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პრორუსს ეძახი და ის დემოკრატიულ პრინციპებს იცავს და იძახის, მე ამის გამკეთებელი არ ვარ. ის მიდის, ანუ კრიზისს ის ქმნის. მერე მოდიხარ შენ და იჭერ, აბა ევროპას რა გზა აქვს, რომ არ ჩაერიოს? მანამდე საერთოდ არ ერეოდა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს