საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ანტონ პლესნოი (96 კგ) ევროპის ჩემპიონია. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპირველობაზე პლესნოიმ ორჭიდის ჯამში 393 კგ (ატაცი - 180, აკვრა - 213) დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

"დღეს, 9 აპრილს მოსკოვში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ევროპირველობაზე კიდევ ორი მედალი დაისაკუთრა - ატაცში 180 კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, ხოლო აკვრაში 213 ასწია და მცირე ოქროს მედლებსაც დაეუფლა. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს, ორჭიდის ჯამში 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი აქვს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს.ქართული სპორტის გულშემატკივარი 10 აპრილს ირაკლი ჩხეიძისა (102 კგ) და ანასტასია გოტფრიდის (87 კგ), ხოლო 11 აპრილს ლაშა ტალახაძისა და ირაკლი თურმანიძის (ორივე +109 კგ) გამოსვლას იხილავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს