ჯანმო - მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ დისბალანსი კვლავ შოკისმომგვრელია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ „კოვაქსის“ პროგრამას, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა.

„მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ დისბალასნსი კვლავ შოკისმომგვრელია. მსოფლიოში ვაქცინის 700 მილიონზე მეტი დოზა გაიცა, მაგრამ მათი 87% წავიდა მაღალი შემოსავლის ან საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მაშინ როდესაც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მხოლოდ 0.2% მიიღეს. საშუალოდ, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, თითქმის ყოველმა მეოთხე ადამიანმა მიიღო ვაქცინა, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, კი 500-დან ერთმა“, -განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, ჯანმო-მ მანამდე ყველას მოუწოდა, რომ მიმდინარე წლის მე-100 დღისთვის უკვე მსოფიოს ყველა ქვეყანაში უნდა ყოფილიყო ვაქცინაცია დაწყებული, თუმცა 100 დღე გავიდა და ვაქცინაცია 220-დან 194 ქვეყანაში დაიწყო, 26-ში კი - არა. მსოფლიოში ადმინისტრირებული ვაქცინებიდან ამ დრომდე აფრიკამ 2%-ზე ნაკლები მიიღო. ჯანმოს დირექტორი აცხადებს, რომ ახლა პარტნიორობის დროა და არა - პრივილეგიების.

მისივე თქმით, ვაქცინების მიწოდების თაობაზე ორმხრივი შეთანხმებები უთანასწორობის გაღვივების საფრთხეს ქმნის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა