მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ ეტაპზე თავდაცვის ძალების ის კონტინგენტი იცრება, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად ავღანეთში წასასვლელად ემზადება.

მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება. სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ტარდება. სამხედრო ჰოსპიტალში ვაქცინაციის პროცესი შესაბამისი წესების დაცვით მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს