თბილისის  144-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს კოვიდ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირება უკვე მეხუთედ ჩაუტარდათ

თბილისის 144-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს კოვიდ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირება უკვე მეხუთედ ჩაუტარდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, გეგმური ტესტირება გაიარა სკოლის 50-მა თანამშრომელმა და მანდატურის სამსახურის ორმა წარმომადგენელმა.

„აქამდე ჩატარებული ტესტირებების შედეგად, სკოლაში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვის შედეგია. აღსანიშნავია, რომ ყველა სკოლა უზრუნველყოფილია კოვიდის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო სადეზინფექციო ხსნარებითა და ინვენტარით.

სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, სკოლებში ორ კვირაში ერთხელ პრევენციის მიზნით ტარდება. სამინისტროს მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ბავშვებმა სემესტრი სასკოლო გარემოში უსაფრთხოდ დაასრულონ. სწორედ ამიტომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებენ. საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდით დისტანციურ სწავლებაზე ცალკეული კლასები ან მთლიანად სკოლა გადადის“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა