კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ სენტ ვინსენტზე ერთ-ერთი უძველესი ვულკანი სუფრიერი ამოიფრქვა, რის გამოც ახლოს მდებარე სოფლებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ერთ ძლიერ ამოფრქვევას შემდეგ მცირე ამოფრქვევები მოყვა. ამოფრქვევისას მიმდებარე ტერიტორიები ვულკანურმა ფერფლმა და კვამლმა დაფარა.

სეისმური კვლევების ცენტრში განმარტავენ, რომ ამგვარი აქტივობა შეიძლება კვირების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდეს და „ეს მხოლოდ დასაწყისია“.

ვულკანი ათწლეულების განმავლობაში მიძინებული იყო, თუმცა გააქტიურების ნიშნები გასული წლის დეკემბრიდან გამოავლინა. სენტ-ვინსენტსა და გრენადინებიში, რომლის მოსახლეობა 100 000-ს აღემატება, ვულკანური აქტივობა 1979 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მაშინ ზარალი 100 მილონ დოლარს შეადგენდა. 1902 წელს კი სუფრიერის ამოფრქვევას 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა