ოთარ კახიძის განცხადებით, პარტიის ახალი ლიდერები ქართულ საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შესთავაზებენ

"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, პარტიის ახალი ლიდერები ქართულ საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შესთავაზებენ. როგორც კახიძემ განმარტა, პარტიაში მყოფმა გამოცდილმა ლიდერებმა თავიანთი ბრძოლით და პრინციპულობოთ დაამტკიცეს, რომ ქართულ პოლიტიკაში ღირსეული ადგილი აქვთ დამკვიდრებული. "ევროპულ საქართველოს" ყრილობა უწევს 4-წლიანი ციკლის თავზე, 2017 წლის მაისში გაიმართა ჩვენი დამფუძნებელი ყრილობა. ჩვენ დღეს გვექნება შესაძლებლობა, რომ ავირჩიოთ ახალი თავმჯდომარე, პარტიის ახალი ლიდერები, გამოცდილი ფიგურა გვყავს პარტიაში, რომლებმაც თავიანთი ბრძოლით, პრინციპულობოთ დაამტკიცეს, რომ აქვთ ღირსეული ადგილი დამკვიდრებული ქართულ პოლიტიკაში.

რაც შეეხება სიახლეებს, ვფიქრობ, ახალმა ლიდერშიფმა უკვე უნდა შესთავაზოს პარტიის წევრებსაც და ქართულ საზოგადოებასაც ის ინიციატივები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო ახლოს მივიდეთ ამომრჩეველთან, მივაწოდოთ ჩვენი სამოქმედო გეგმა, ჩვენი პროგრამა, ამავე დროს, ვიყოთ დამცველები ლიბერალური დემოკრატიის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, უმცირესობების დაცვის ღირებულებების და ამ ღირებულებების ერთგულება ძალიან საკვანძო საკითხია, განვაგრძოთ პრინციპული ოპონირება ხელისუფლების და ვიყოთ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, მთავარი მოთამაშეები პოლიტიკურ სივრცეში, რომლებიც განაპირობებენ არჩევნების გზით, მშვიდობიანად "ქართული ოცნების" ხელისუფლების შეცვლას და რაც მთავარია, ქვეყნის წინ წაყვანას, სიღარებიდან ამოსვლას და ნატოში გაწევრიანებას",- განაცხადა კახიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს