ოთარ კახიძე - გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“, ყოველთვის ახერხებდა თავისი თანმიმდევრული პოზიციის დაფიქსირებას

გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“, ყოველთვის ახერხებდა თავისი თანმიმდევრული პოზიციის დაფიქსირებას“, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, გიგა ბოკერია ყოველთვის ახერხებდა, ხმამაღალი სიტყვა ეთქვა ქართულ პოლიტიკაში.

„მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას როლს ზოგადად ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, ეს ადამიანი ყოველთვის ახერხებდა ეთქვა ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში, ყოველთვის დაეცვა ის პრინციპები, რომლისაც მას სჯერა, ვგულისხმობ ლიბერალურ დემოკრატიას, ქვეყნის დასავლურ კურსს, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას და ზოგადად თავისუფლების იდეას“, - განაცხადა კახიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს