"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ევროპული საქართველოს" ყრილობა დასრულდა. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით გიგა ბოკერია აირჩიეს. გენერალური მდივნის კანდიდატურად დასახელებულია აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგი წერეთელი, საგარეო საქმეთა საკითხებში მდივნად კი გიორგი კანდელაკი.

ამ წუთებში, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ პარტია დატოვეს ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო