გიგა ბოკერია - ქვეყანას არათუ წინსვლის, გადარჩენის შანსი არ აქვს, თუ ივანიშვილის რეჟიმი არ ჩამოვაცილეთ ძალაუფლებას

დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ქვეყანა უფსკრულის ზღვარზეა მიყვანილი.

„დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. უფსკრულში გადაჩეხავს ქვეყანას, თუ ეს დასჭირდა და უკვე ვხედავთ, რომ ამ უფსკრულის ზღვარზეა მიყვანილი ეს ქვეყანა; მხოლოდ იმის გამო, რომ იმ ადამიანს და მის გარემოცვას - პოლიტიკურ „კლოუნებს“ და არარაობებს სურს ძალაუფლების შენარჩუნება. ისინი იყენებენ ყველა მეთოდს, ძალადობას, პოლიტიკური ლიდერების, პოლიტპატიმრების დაპატიმრებას, ჩვენი კონკურენტი და გარკვეული საკითხებში პარტნიორი პოლიტიკური პარტიის ლიდერი დღეს ციხეშია. სხვა ადამიანები - სამოქალაქო აქტივისტია ციხეში იმის გამო, რომ დაუპისრისპირდა ამ რეჟიმს. ეს მეთოდები არ შეჩერდება დღეს და ხვალ, ისინი გააგრძელებენ ჩვენი მთავარი მტრის, პუტინის რუსეთის შავრაზმული იდეოლოგიის გამოყენებას იმისთვის, რომ დაყონ საზოგადოება, გადაკიდონ ერთმანეთს ხალხი და როგორმე ამ სიძულვილზე დაამყნონ საკუთარი ძალაუფლება. მგონი ყველას გვესმის, რომ ამ ქვეყანას არათუ წინსვლის, გადარჩენის შანსი არ აქვს, თუ ივანიშვილის რეჟიმი არ ჩამოვაცილეთ ძალაუფლებას. ამ საქმეში „ევროპული საქართველო“, თქვენ, ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ამ ბრძოლის ავანგარდში მანამ, ვიდრე არ ჩამოვაცილებთ ძალაუფლებას ამ რეჟიმს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს განსაკუთრებული როლი, რომ ააშენოს ქვეყანა, რომელიც იქნება გარე მტრისგან დაცული, ქვეყნის შიგნით დამოუკიდებელი სასამართლოთი, კერძო საკუთრებით, ეკონომიკური თავისუფლებით და ყველა მოქალაქის თანასწორი შანსით, რომ ისწრაფოდეს ბენიერებისკენ.

„არის მეორე საფრთხეც, როცა ამ სამარცხვინო რეჟიმს ებრძვი. ეს არის საფრთხე, რომ არ დაემსგავსო მას. რომ არ გადაგძლიოს ცდუნებამ, რომ რეჟიმი, რომელიც იყენებს ცილისწამებას, ეთნიკურ და რელიგიურ სიძულვილს, დაყოფას ადამიანების, ძალადობას, ტყუილს, ცრუ დაპირებებს, „გადაგდებას“, როგორც მეთოდს, ჩვენც ხომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს მეთოდები იმისთვის, რომ დავამარცხოთ ისინი და მერე ვმართოთ ქვეყანა. არა, სწორედ ამაშია „ევროპული საქართველოს“ განსაკუთრებული როლი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იმის სადარაჯოზე, როცა ასეთ სამარცხვინო პოლიტიკურ მონსტრს ებრძვი, მას არ დაემსგავსო ამ ბრძოლაში და ქვეყანას კიდევ ერთხელ არ უბიძგო უფსკრულისკენ უკვე კეთილშობილური მიზნის ქვეშ. ჩვენ ვიქნებით იმის სადარაჯოზე, რომ მარტო ივანიშვილის რეჟიმი კი არ უნდა დამარცხდეს, ამის მერე უნდა გამოვრიცხოთ საფრთხე, რომ როდესმე, რომელიმე მთავრობა გახდეს გარე მტრის შემდეგ მთავარი საფრთხე საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებისთვის. თქვენთან ერთად უნდა ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც იქნება გარე მტრისგან დაცული, ქვეყნის შიგნით დამოუკიდებელი სასამართლოთი, კერძო საკუთრებით, ეკონომიკური თავისუფლებით და ყველა მოქალაქის თანასწორი შანსით, რომ ისწრაფვოდეს ბენიერებისკენ და თავისი შრომით მოიპოვოს ეს ბედნიერება“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო