გიგა ბოკერია პრეზიდენტზე - თუ მან თვალები ახლა გაახილა, მოგვცეს მაგალითი პოლიტიკური შეწყალების გამოყენებით, პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად

სანამ ამ იაფფასიან ბრტყელ სადღეგრძელოებს იტყვის ხოლმე პრეზიდენტი, რა ფუნქციაც მას გააჩნია და რისი დისკრეციაც აქვს, ის გამოიყენოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ახლად არჩეულმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ ხედავს ის პრეზიდენტ ზურაბიშვილს მედიატორის როლში.

ბოკერიას განცხადებით, თუ პრეზიდენტმა თვალები გაახილა, მაშინ მან მაგალითი უნდა მისცეს და პოლიტიკური დევნა პოლიტიკური შეწყალებით უნდა დაასრულოს და საპატიმროდან გიორგი რურუა გაათავისუფლოს, ასევე დააფიქსიროს თავისი პოზიცია ნიკა მელიას პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით.

„მაგით დაიწყოს - შეიწყალოს პოლიტიკური პატიმარი რურუა, შეეწყალებინა თავის დროზე პოლიტიკური პატიმრები, დააფიქსიროს პოზიცია მელიას პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით, დააფიქსიროს პოზიცია იმ საკითხებზე მკაფიოდ, რომელიც რეალურად ქვეყანას უბიძგებს უფსკრულისკენ და რის გამოც გახდა საჭირო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან ასეთი ჩარევა. ისე ნორმალურ ქვეყანაში არც ამ ქვეყნის მეგობარი დიპლომატები არ არიან საჭირო პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებებისთვის, ოღონდ ეს ვითარება შექმნილია იმ გუნდისა და იმ ადამიანის, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან, რომლის ნაწილიც არის სალომე ზურაბიშვილი. თუ მან თვალები გაახილა ახლა, მოგვცეს მაგალითი პოლიტიკური შეწყალების გამოყენებით, პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად,“- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების.

„მე მესმის სხვადასხვა კუთხიდან წამოძახილები, პრეზიდენტი რატომ არ თამაშობს მედიატორის როლს. მეც ვეთანხმები იმაში და ეს ნათქვამიც მაქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების და არ უნდა ვიყოთ მუდმივად მიბმული იმაზე, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ ჩვენთვის და დაგვეხმარონ ამ პროცესებში. მაგრამ, ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა ეს მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა