ენგურის გადალახვისას ტრაგიკულად დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა

ენგურის გადალახვისას ტრაგიკულად დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, პანაშვიდს მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ უდიდესი მწუხარება გამოხატა მომხდარი ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ოჯახებს მხარდაჭერა აღუთქვა. ტაძრის წინამძღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ წირვა-ლოცვა აღავლინა და დაღუპულთა სულების მოსახსებელი პანაშვიდი გადაიხადა.

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო