მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაური იყო

მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაური იყო. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გურო გოგიშვილს და გიორგი მთივლიშვილს მთავრობის ადმინისტრაციასთან „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით კარვის გაშლის უფლება არ მისცეს.

როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, მათ უფლება არ აქვთ მთავრობის ადმინისტრაციასთან კარავი გაშალონ და მოუწოდებენ ბიზნესსუბიექტებს, შეწყვიტონ ადგილზე კარვების მიტანა და გაშლა.

როგორც ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, პოლიციამ მათ ორი კარავი ჩამოართვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი. როგორც სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნესუბიექტები განმარტავენ, სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად, მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვებს მაინც განათავსებენ.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!