თბილისში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ნაძალადევის მაჟორიტარ დეპუტატთან მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც ბესარიონ სიმონიშვილმა განაცხადა, დევნილების მთავარ მოთხოვნას საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

„აღნიშნული ოჯახები მართლაც მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ამიტომ მათი მოთხოვნა ჩვენთვის სავსებით გასაგებია. წლების განმავლობაში, თბილისში დევნილებისთვის ბინის გადაცემა მთავრობის განკარგულებით იყო აკრძალული, რამაც პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. 2013 წლიდან ეს შეზღუდვა მოიხსნა, რის შედეგადაც მხოლოდ თბილისში, ათასობით ოჯახს უკვე გადავეცით ბინა და ეს პროცესი გრძელდება. დღეს, ადგილზე ვიმყოფებოდით და დევნილებს კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ მათი და მსგავს პირობებში მცხოვრები ოჯახების, უახლოეს პერიოდში განსახლების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა, მომდევნო 4 წელიწადში კი, დამატებით 13 000 ოჯახი განსახლდება.

შეხვედრები თბილისში, ყოფილი სასტუმროების „ოქროს საწმისისა“ და „უშბას“ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთანაც გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა