საგარეო უწყება უკრაინაში საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს უახლოეს პერიოდში დააბრუნებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს უახლოეს პერიოდში დააბრუნებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე, ელჩის გამოცვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და კიევში მოქმედი ელჩი - თეიმურაზ შარაშენიძე დაბრუნდება.

„უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმის თაობაზე, რომ კიევში, საქართველოს ელჩი დაბრუნდეს. მოგეხსენებათ, ის კონსულტაციებზე გამოწვეული იყო დედაქალაქში ხანგრძლივი ვადით. ზოგადად, უკრაინის გარშემო დღეს შექმნილი ვითარება, ასევე ის საერთო გამოწვევები, რაც ქვეყანას აქვს, ჩვენი ურთიერთობის საკმაოდ დინამიური დღის წესრიგი და ზოგადად, რეგიონში არსებული საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო ნამდვილად საჭიროებს იმას, რომ მისიის ხელმძღვანელი ადგილზე იყოს“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების შესახებ განაცხადა. ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ამ სოლიდარობისთვის მას მიაჩნია, ელჩის დაბრუნება სასწრაფოდ უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესახებ ცნობილი 2020 წლის 8 მაისს გახდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო