პარლამენტში მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე მიწვეული არიან - “ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.

მოსმენა პარლამენტის რეგლამენტის 40-ე მუხლის შესაბამისად იმართება, როცა კომიტეტის სხდომაზე მიწვეული თანამდებობის პირების დასწრება სავალდებულოა.

საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რომლებსაც “ლიბერთი ბანკი“ გასცემს, საკომიტეტო მოსმენის გამართვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მოითხოვეს, რაზეც კომიტეტმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტში მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით იმსჯელებენ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს