მეუფე იაკობი - ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და სულებში, განსაკუთრებით სასულიერო პირებს მივმართავ, მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ცუდი რაც ჩავიდინეთ, ვაღიაროთ

მოვუწოდებ ყველას, რომ ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და სულებში, განსაკუთრებით სასულიერო პირებს მივმართავ იმიტომ, რომ მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ცუდი რაც ჩავიდინეთ, ვაღიაროთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც, მეუფე იაკობმა აღნიშნა, ვინც ორაზროვნად ლაპარაკობს, უნდა დაფიქრდეს და აირჩიოს ღმერთთან დგას თუ მატყუარებთან.

“ვხედავთ როგორი სიტუაციაა ეკლესიის ირგვლივ, შინაური თუ გარეული ცდილობს, რომ ეკლესიას ჩამოაშორონ ადამიანები. ვენ კარგად ვიცით, უფალმა თითოეული ჩვენთაგანის ყველა ცოდვა იცის, მაგრამ აბა შეხედეთ საქვეყნოდ თუ გამოაქვს უფალს ჩვენი ცოდვები. როდესაც აღსარებას ვამბობთ, მივდივართ სასულიერო პირთან, ის ხომ ვალდებულია, რომ მოკვდება სამარეში ჩაიტანოს და არავის არ უთხრას, არავის არ აქვს უფლება აღსარება გათქვას. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ ვთქვათ სუფთა აღსარება და შევხედოთ, როგორ გვებრძვიან, მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ ჩვენ ვართ მებრძოლი ეკლესია, ჩვენში წმინდანი ჯერჯერობით არავინ არ ვართ, ყველა ვიბრძვით იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ღვთის სასუფეველი, ზოგს ღმერთთან ყოფნა უნდა, ზოგს ცხონება უნდა და ორივე საუკეთესო რამ არის.

მაცხოვრის მოწაფეებში 12-დან ერთი იუდა იყო, სხვებმაც ვნახეთ, რომ პრინციპში მიატოვეს უფალი, მაგრამ სინანულით ყველამ დაიბრუნა. ამიტომ, იმის გამო, რომ ადამიანურად სუსტები იყვნენ და ღალატი დავარქვათ თუ უარყოფა დავარქვათ, რაც ჩაიდინეს ქრისტეს არაფერი არ დაკლებია მაგით. ამიტომ, ახლა რომ გამოვიდეთ და ვიღაცაზე ვიძახოთ ცუდია, ცუდია და მაგით გინდა თავი დაიმკვიდრო, ზოგჯერ არის ხოლმე ადამიანი, რომელიც სუსტია ძლიერს უნდა შეუტიოს, რომ ხალხმა მასზე გაიგოს რაღაც და ქრისტეს ხომ არაფერი დაკლებია თუ მისმა მოციქულებმა რამე გააკეთეს, ამიტომ არც ჩვენს ეკლესიას. არ დაბრკოლდეთ ადამიანებო. შეიძლება ჩვენში ჩავდიოდეთ, რაღაც საქციელებს, მაგრამ ისეთი რამე არ უნდა ჩავიდინოთ, რომ ადამიანის სულები დავღუპოთ, თორემ დანარჩენი სინანული არის ის წამალი, რომელიც აბრუნებს ღვთის წიაღში. მრავალჯერ წავიქცევით, მაგრამ უნდა წამოვდგეთ. ვთხოვ, უფალს გაგვიხსნას გულის კარი, გონების კარი, ჩვენ ჩვენს თავში ჩავიხედოთ და ნუ გავაცინებთ ჩვენს მტერს ერთმანეთთან ბრძოლაში.

მე არ მინდა პირობებით ვიყო ვიღაცასთან კავშირში, ჩვენ ვართ ადამიანები და გულახდილები უნდა ვიყოთ, დავაშავებ?! შენდობას ვითხოვ, წრფელად უნდა ვთქვა და ის უნდა ვთქვა თუ რისთვის გთხოვთ შენდობას და ასევე უნდა იყოს სხვისგანაც და არა ის, რომ იმის გამო რომ რაღაც მოჩვენებითი ერთობა იყოს თავი მოვიტყუოთ და ვიღაცის, ვინც არ უნდა იყოს იმათ პირობებს ვუყუროთ. ამდენი ეპისკოპოსი ვართ, ძალიან დიდი ხანია ცუდი რამ ხდება ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, უნდათ ეკლესიის მრევლის დაფანტვა. ჩვენ ჩვენი ცოდვებით ღვთის მოღალატეები ვართ, მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ არ შეიძლება სამშობლოს, ეკლესიის და ერთმანეთის ღალატი. ვინც მოღალატე იყო იუდა, შეინანა, მაგრამ წავიდა და თავის ჩამოიკიდა იმიტომ, რომ სარწმუნოება აღარ დარჩა მოღალატეებისგან ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ღვთის წყალობას ადვილად მიიღებენ.

მეორედ მოსვლამდე სულ ასეთ სიტუაციაში ვიქნებით, სულ იქნება ბრძოლა, სულ იქნება იმ ადამიანებზე შეტევა, რომლებსაც ღვთის წინაშე დიდი ღვაწლი აქვთ, ადამიანებში ავტორიტეტი და ამ ავტორიტეტებს კომუნისტებიც ებრძოდნენ, მათი ნაშიერებიც ებრძვიან და საერთოდ ღვთის მებრძოლები ებრძვიან ყოველთვის ავტორიტეტს. კარგად გახსოვთ ცოტახნის წინ ჩვენს ქვეყანაშიც ებრძოდნენ ავტორიტეტებს და რა გვინდა, რა მივიღოთ?! ერთგვარი მასა?! ისეთი რობოტი მივიღოთ და არაადამიანი?! ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და სულებში, განსაკუთრებით სასულიერო პირებს მივმართავ იმიტომ, რომ მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ცუდი რაც ჩავიდინეთ ვაღიაროთ და ადამიანს, რომელსაც აღიარება შეუძლია და სინანულსაც დავინახავთ ის ძვირფასი ხდება ვინც არ უნდა იყოს.

ახლა მარხვაა და ველოდებით მარხვის ბოლომდე, რომ გამოფხიზლდნენ, რომ წლები გადის და არათუ სინანული, არამედ გამოდიან და სულელებივით ერთი და იმავე რაღაცას იძახიან, ნეტა თვითონ თუ სჯერათ, მაგრამ იმდენჯერ ლაპარაკობენ შეიძლება თვითონ ერთმანეთი დააჯერეს. თორემ საეკლესიო კანონებიც არის და თვითონ მატყუარებს იგივე კანონით განაკანონებენ ხოლმე. თავიდან სანამ სასამართლო დაიწყება ხელს აწერს, რომ რაც ბრალი შეაქვს ადამიანზე თუ ვერ დაუმტკიცა თვითონ იმ ბრალით განისჯება. ამიტომ ყველა ფრთხილად უნდა იყოს და რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან და ეს ორაზროვანი ლაპარაკები ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ცოტა დაფიქრდნენ და აირჩიონ სად დგანან - ღმერთთან დგანან, თუ მატყუარებთან დგანან. იმიტომ, რომ უკომპრომისოები ვიქნებით, მერე უკვე ავტორიტეტიც აღარ არსებობს მასე, რომ იქცევიან და ყველას მიეხედება აბსოლუტურად. ერთობა ვიცი, ნამდვილი ერთობა, ძალად ერთობა არ გამიგია მე”, - აღნიშნა მეუფემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა