კახა კალაძე - ცენტრალური პარკის პროექტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილის ოჯახს და ფონდ „ქართუს“.

"ეკოლოგია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ჩვენი ქალაქისთვის. ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ თბილისის გამწვანების მიმართულებით- სკვერების, პარკების მშენებლობა და განახლება-რეაბილიტაცია. თქვენ იცით, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ცენტრალური პარკი. ეს იყო კერძო საკუთრება, რომელიც ივანიშვილების ოჯახმა მუნიციპალიტეტს გადასცა. პარკის მოწყობის სამუშაოებსაც ასევე აწარმოებს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ". მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს დაგეგმილია აღნიშნული ტერიტორიის "ჩაბეტონება" და სარესტორნო სივრცეების მოწყობა. კახა კალაძის განმარტებით, პარკი მიმზიდველი და საინტერესო იქნება ყველა ინტერესისა და საჭიროების მქონე ადამიანისთვის.

"კონცეფცია მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ეს ერთი დიდი სივრცე ისე დაიყოს, ყველა ადამიანს ჰქონდეს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა. ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს პროექტის დეტალებზე და მინდა, მივმართო საზოგადოებას, ჩაერთოს ამ პროცესში და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტული სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ კარი არასდროს არავისთვის დაგვიხურავს, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ვეთანამშრომლოთ საზოგადოებასთან. ჩვენ ამისთვის შევქმნით სპეციალურ პლატფორმას, მსურველებს შევხვდებით, გვექნება პროექტების განხილვები, საზოგადოებასაც წარვუდგენთ ზუსტად იმას, თუ რისი გაკეთება იგეგმება", - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა