არჩილ თალაკვაძე, სავარაუდოდ, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდა პარტია “ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

აღსანიშნავია, რომ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. ჟურნალისტებმა ადგილზე მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის ავტომობილისა და დაცვის წევრების ნახვა შეძლეს. თავად პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრის თაობაზე ინფორმირებული არ არიან.

იხილეთ ვიდეო:არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა