თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ღია ბაზრობაზე ხანძარი ცოტახნის წინ გაჩნდა.

„ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ეკიპაჟი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო